რა არის კამასუტრა?

04/11/2018 (5 months ago)

რა არის კამასუტრა?

კამასუტრა — უძველესი ინდური ჰინდუს ტექსტი, რომელიც მიიჩნევა ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ შესრულებულ სტანდარტულ ნამუშევრად სანსკრიტულ ლიტერატურაში. ტექსტის ავტორია ვატსიანა მალანგა. ნამუშევრის გარკვეული ნაწილი შეიცავს სქესობრივი აქტისპრაქტიკულ რჩევებს. ძირითადად დაწერილია პროზაში, თუმცა მრავლადაა ლექსის სტროფებიც. „კამა“, რომელიც ერთ-ერთია ინდუიზმის ცხოვრების სამი მიზნიდან, ნიშნავს ხორციელ ან სქესობრივ სიამოვნებას; „სუტრა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს ძაფს ან თოკს, რომელიც საგნებს ერთად კრავს, უფრო მეტაფორულად კი აღნიშნავს აფორიზმს ან ასეთ აფორიზმთა კოლექციას სახემლძღვანელოს სახით. საყოველთაო აღქმის საპირისპიროდ, განსაკუთრებით დასავლეთში, კამასუტრა მხოლოდ სექსის ექსკლუზიური სახელმძღვანელო როდია, იგი წარმოადგენს სათნო და საამური ცხოვრების გზამკვლევს, რომელიც განიხილავს სიყვარულის ბუნებას, ოჯახურ ცხოვრებასა და ადამიანის ცხოვრების სიამოვნებაზე ორიენტირებულ სხვა ასპექტებს

კამასუტრა უძველესი და ყველაზე აღსანიშნავია იმ ტექსტთა კრებულიდან, რომელიც კამაშასტრას სახელითაა ცნობილი. ტრადიციულად, კამაშასტრასანუ „კამას დისციპლინის“ პირველი გადმოცემა დაკავშირებულია ღმერთ შივას კარის მცველთან — წმინდა ხარი ნანდისთან, რომელმაც მიყურადების შედეგად გადმოსცა ღმერთ შივასა და მისი ცოლის — პარვატის ფიზიკური არშიყობის ამბები და შემდეგ ისინი კაცობრიობისათვის სარგებლის მოტანის მიზნით ჩაიწერა.

ისტორიკოსების ვარაუდით, კამასუტრა შეიქმნა ძვ. წ. 400 და ახ. წ. 200 წლებში. როგორც ინგლისელი მწერალო ჯონ კი აღნიშნავს, კამასუტრას კოსნპქეტი ამჟამინდელი სახით ახ. წ. II საუკუნეში შეიქმნა.

 

კამასუტრას შინაარსი:

კამასუტრას 1250 სტროფი აქვს, რომელიც განაწილებულია 36 თავში, რომლებიც თავის მხრივ 7 ნაწილად იყოფა. ეს 7 ნაწილი შემდეგია:

1. ზოგადი შენიშვნები
ეს წიგნი მოიცავს 5 თავს, მათგან სამი აღწერს სიცოცხლის მიზნებსა და პრიორიტეტებს, ცოდნის მონაპოვრებს, მოქალაქის კარგად აღზრდას, ასახავს შუამავლებს, რომლებიც საყვარლებს ეხმარებიან.
2. სასიყვარულო წარმატებები/სქესობრივი კავშირი
10 თავი ეძღვნება სურვილის სტიმულაციას, ჩახუტების, ალერსისა და კოცნის ტიპებს, სქესობრივი აქტის პოზებს, აღგზნებას ხელებით და მასთან დაკავშირებული კვნესით, მამაკაცურ ქცევას ქალში, ზედა პოზასა და ორალურ სექსს, პრელუდიებსა და სასიყვარულო თამაშის დასკვნით ნაწილებს. სულ, ის აღწერს სქესობრივი აქტის 64 ტიპს.
3. ცოლის შერთვა
5 თავი ეძღვნება ქორწინების ფორმებს, გოგოს დამშვიდებას, ქალიშვილად გახდომას, მარტოობის მართვას, ქორწინებით დაკავშირებას.
4. ცოლის მოვალეობები და უპირატესობები
2 თავი აღწერს მხოლოდ ცოლს, მთავარი ცოლისა და სხვა ცოლების ყოფაქცევას.
5. სხვა მამაკაცთა ცოლები
6 თავი ეძღვნება ქალისა და მამაკაცის ქცევას, როგორ გაიცნონ მათ ერთმანეთი, გამოსცადონ გრძნობები, მეფეთა სიამოვნებებს, ქცევას ქალთა საცხოვრებლებში.
6. კურტიზანთა შესახებ
6 თავი წარმოადგენს საყვარლების მიერ ამორჩეული დამხმარეების რჩევა–დარიგებას, საიმედო საყვარლის მოძებნას, ფულის გამომუშავების გზებს, ყოფილ საყვარელთან ურთიერთობების განახლებას, შემთხვევით გამორჩენებს, მოგებასა და დანაკარგებს.
7. ოკლუტისტური ინსტრუქციები
2 თავი აღწერს ფიზიკური მიმზიდველობის გაუმჯობესებას, დასუსტებული სექსუალური შესაძლებლობის გაღვიძებას.
0 კომენტარები