რა არის სიფილისი - როგორ მოვიქცეთ?

04/11/2018 (11 months ago)

რა არის სიფილისი?

სიფილისი არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია. მან შეიძლება იმოქმედოს საშვილოსნოზე, პენისზე, სწორ ნაწლავსა და ყელზე.

როგორ შეიძლება დაგემართოს სიფილისი?

  • სიფილისი გვხვდება სიფილისით დაავადებული ადამიანის სხეულის სითხეებში: სპერმა, ვაგინალური და ანალური გამონადენი;
  • სიფილისი შეიძლება დაგემართოს სიფილისით დაავადებულ ადამიანთან დაუცველი ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს ან საერთო ნემსის გამოყენებით;
  • სიფილისი შეიძლება დაგემართოს სიფილისით დაავადებულ ადამიანთან საერთო სექსუალური სათამაშოს გამოყენებით, თუ სათამაშოს არ გაწმენდ ან არ გამოიყენებ ახალ კომდომს ყოველ ჯერზე;
  • სიფილისი შეიძლება დაგემართოს, თუ ლორწოვანი გარსი (პენისის, პირის, ანუსის ან ვაგინის შიდა ნაწილი) ან კანის ნაწილი, რომელსაც შიგნით სითხე აქვს, პირდაპირ ეხება სიფილისის გამონაყარს;
  • სიფილისით დაავადებულმა ორსულმა შეიძლება სიფილისი გადასდოს ნაყოფს ორსულობისას;
  • მეტი ინფრომაციისთვის, როგორ ხდება სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადაცემა

როგორ უნდა გაიგო, რომ სიფილის გაქვს?

  • ამის გაგების ერთადერთი გზა არის ტესტის ჩატარება;
  • ზოგ ადამიანს არ აქვს სიმპტომები და შეიძლება არც იცოდეს, რომ სიფილისი აქვს. შეიძლება სიფილისი გადასცე სხვა ადამიანს, თუნდაც სიმპტომები არც კი გქონდეს;
  • სიფილისის ინფექციის სამი ეტაპი არსებობს. სიმპტომები დამოკიდებულია აღნიშნულ ეტაპებზე.

სიფილისის ეტაპები:

  • საწყისი ეტაპი:
  • სიფილისით ინფიცირებიდან 10-90 დღე
  • უმტკივნეულო გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს იმ ადგილას, საიდანაც პირველად სიფილისი მოხვდა შენს ორგანიზმში (პენისი, ვაგინა, ანუსი, პირი ან ყელი)
  • ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს გამონაყარს, რადგან იგი უმტკივნეულოა
  • გამონაყარი შეიძლება თავისით გაქრეს, თუმცა სიფილის მაინც გაქვს
  • სიფილისი მკურნალობის გარეშე არ ქრება. თუ არ იმკურნალებ, სიფილისი გადადის შემდეგ ეტაპზე.
  • მეორე ეტაპი:
  • გამონაყარის გაჩენიდან 4-10 კვირა
  • გამონაყარი ჩნდება ხელის გულებზე, ფეხის ტერფებზე, მკერდზე და/ან ზურგზე
  • რიგ შემთხვევებში, იწყება კუნთების და სახსრების ტკივილი, გლანდების შესიება და უმიზეზო თმისცვენა
  • სიფილისი მკურნალობის გარეშე არ ქრება. თუ არ იმკურნალებ, სიფილისი გადადის შემდეგ ეტაპზე.
  • ადრე ლატენტური/გვიან ლატენტური ეტაპი:
  • ინფექციის მიღებიდან 1 წლის შემდეგ
  • ამ ეტაპებზე სიმპტომები არ არსებობს. ამ ეტაპებზე შეიძლება გადასცე სიფილისი სხვა ადამიანებს, თუმცა იგი გადადის შემდეგ ეტაპზე.
  • მესამე ეტაპი:
  • ადამიანები, რომლებიც ინფიცირდნენ სიფილისით, თუმცა არასდროს უმკურნალიათ, ამ ეტაპზე შეიძლება გადავიდნე 10-20 წლის შემდეგ
  • ამ ეტაპზე სიფილისმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, ტვინის, ღვიძლის, თვალებისა და ძვლების სერიოზული დაავადებები.

გახსოვდეს: სიფილისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის სიმპტომების არქონა!

როგორ უნდა ჩაიტარო სიფილისის ტესტი?

  • სიფილისზე ტარდება სისხლის ანალიზი;
  • თუ გინდა სიფილისის ტესტის ჩატარება, მოითხოვე კონკრეტულად სიფილისის ტესტი. არ იფიქრო, რომ ავტომატურად შეგამოწმებენ სიფილისზე, თუნდაც თქვა, რომ ყველაფერზე გინდა შემოწმება;
  • დაელაპარაკე ექიმს, როდის უნდა ჩაიტარო ტესტი. შეიძლება 2-12 კვირა დასჭირდეს, რომ სიფილისი სისხლში გამოჩნდეს;
  • ორსულმა ადამიანმა შეიძლება ორსულობისას ინფექცია გადასდოს ნაყოფს. თუ ორსულად ხარ და სიფილისის ტესტი არ ჩაგიტარებია, დაელაპარაკე ექიმს;

რა უნდა ვქნა, თუ სიფილისის ტესტის პასუხი დადებითია?

  • სიფილისის განკურნება შესაძლებელია ინექციებით ან ანტიბიოტიკებით. აუცილებლად უნდა მიიღო ყველა ინექცია/დალიო ყველა ანტიბიოტიკი, თუნდაც სიმპტომები აღარ გქონდეს;
  • შენმა სექსუალურმა პარტნიორებმაც უნდა ჩაიტარონ ტესტი. თუ არ ჩაიტარებენ, შეიძლება ისევ გადმოგდონ ინფექცია;
  • მნიშვნელოვანია, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ჩაიტარო განმეორებითი ტესტირება, რათა დარწმუნდე, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. დაელაპარაკე შენს ექიმს განმეორებით ტესტირებაზე;
  • მკურნალობიდან 2 კვირა თავი შეიკავე სექსისგან, რათა სიფილისი არ გადასდო შენს პარტნიორებს;
  • სიფილისის მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მოგვიანებით, მათ შორის გულის, ტვინის, ღვიძლის, ძვლებისა და თვალების დაავადებები;
  • სიფილისი რეპორტირებადი ინფექციაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექთანმა შეიძლება მოგთხოვოს ყოფილი და ახლანდელი პარტნიორების საკონტაქტო ინფორმაცია, რათა მათაც ურჩიონ ტესტის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, შენს ვინაობას არ გაამხელენ;
  • თავადაც შეგიძლია დაუკავშირდე შენს ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებს. თუ გინდა, ეს ანონიმურად გააკეთო, შეგიძლია გამოიყენო პროგრამა inspot.org.

როგორ უნდა შეამცირო სიფილისის მიღების/გადაცემის რისკი?

  • მიიღე გაცნობიერებული გადაწყვეტილებები. დაელაპარაკე პარტნიორ(ებ)ს სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებსა და უსაფრთხო სექსის საშუალებებზე;
  • გამოიყენე კონდომი ვაგინალური და ანალური სექსის დროს, გამოიყენე ლატექსის ხელთათმანი ხელით შეხებისას, ორალური სექსის დროს კი გამოიყენე კონდომი, რათა თავიდან აიცილო სიფილისით ინფიცირების რისკი;
  • თუ სექსუალურ სათამაშოს იყენებ, გაწმინდე ან გამოიყენე ახალი კონდომი ყოველ ჯერზე;
  • თუ შენ ან შენს პარტნიორს ახალი პარტნიორი გყავთ, გაესინჯე სიფილისსა და სექსუალური გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე. თუ ხშირად გყავს ახალი პარტნიორები, ყოველ 3-6 თვეში ჩაიტარე ტესტი. თუ სექსუალური გზით გადამდები ინფექციის სიმპტომები აქვს, დაუყოვნებლივ ჩაიტარე ტესტი;
  • თუ სიფილისის ტესტზე პასუხი დადებითია, მიჰყევი ექიმის ინსტრუქციებს;

პარტნიორისთვის თქმა

თუ სიფილისის დიაგნოზი დაგისვეს, მნიშვნელოვანია, ამის შესახებ შენს ყოფილ და ახლანდელ პარტნიორებს აცნობო, რომ მათაც ჩაიტარონ ტესტი და იმკურნალონ.

წყარო: teenhealthsource.com

0 კომენტარები